ფეხბურთი

21:42 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაჯა ნაინგოლანი "კალიარიში" მესამედ ბრუნდება

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი „კალიარიში“ მესამედ ბრუნდება. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ და რაჯა სარდინიელებს შეუერთდება.

„კალიარის“ ხორვატი ნახევარმცველის, მარკო როგის ტრავმამ მოლაპარაკებები დააჩქარა. ნაინგოლანი კუნძულელებს სეზონის ბოლომდე მშრალი იჯარით შეუერთდება და კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

რაჯა ნაინგოლანი „კალიარიში“ 2009-2013 წლებში თამაშობდა და 137 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. შემდეგ „რომაში“ გადავიდა (203 მატჩში 33 გოლი), ხოლო 2018 წელს „ინტერში“ აღმოჩნდა, სადაც პირველი სეზონი ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო (36 თამაში, 7 გოლი), მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდში მისვლის შემდეგ მან სასტარტოში ადგილი დაკარგა.

შარშანდელი სეზონი ბელგიელმა „კალიარიში“ იჯარით გაატარა და 29 მატჩში თავი 6-ჯერ გამოიჩინა, მიმდინარე სეზონში კი „ინტერს“ დაუბრუნდა და მოედანზე ერთადერთხელ გავიდა.

0.134094