კალათბურთი

19:25 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია VTB ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში

მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია VTB ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველ მძიმე ფორვარდს ყაზანის „უნიქსთან“ (83:76) შესანიშნავი თამაში ჰქონდა და მატჩის MVP გახდა.

თორნიკემ 31:17 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა და 12 პასი. თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20 გამოდგა.

შედეგად, შენგელია კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გარდა, საუკეთესო ხუთეულში ივან სტრებკოვი (ნიჟნი ნოვგოროდი), ალექსეი შვედი (ხიმკი), იფე ლუნდბერგი (ზიელონა გორა) და უილ ტომასი (ზენიტი) მოხვდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111535