ფეხბურთი

16:31 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ატლეტიკომ" დიეგო კოშტას კონტრაქტი გაუწყვიტა

დიეგო კოშტა თავისუფალი აგენტია. ბრაზილიური წარმოშობის ფორვარდს მადრიდის „ატლეტიკომ“ კონტრაქტი ოფიციალურად გაუწყვიტა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელმა ეს თავად მოითხოვა.

32 წლის შემტევს იანვარში ნებისმიერ გუნდში გადასვლა უფასოდ შეუძლია და სად გააგრძელებს კარიერას ჯერ უცნობია. თუმცა, ესპანური პრესა მის მომავალს ყველაზე აქტიურად ლონდონის „არსენალს“ უკავშირებს.

დიეგო კოშტამ „ატლეტიკოში“ 215-ჯერ ითამაშა, 83 გოლი გაიტანა და 36 საგოლე პასი შეასრულა. ის მადრიდულ კლუბთან ერთად თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონი, კოპა დელ რეისა და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა, ხოლო ორჯერ ევროპის სუპერთასი მოიგო.

დიეგო კოშტას ბრაზილიის ნაკრების 2 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა შემდეგ ესპანეთი აირჩია და „ფურია როხას“ რიგებში 24 შეხვედრაში თავი 10-ჯერ გამოიჩინა. „ატლეტიკოში“ მას სავარაუდოდ „ნაპოლის“ პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10592