ფეხბურთი

10:51 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი და სუარესი, შესაძლოა ბექემთან წავიდნენ

ლონელ მესიმ და ლუის სუარესმა, რომლებიც დიდი მეგობრები არიან, კარიერა შეიძლება ისევ ერთ კლუბში გააგრძელონ - გვამცნობს Goal, Catalunya Radio -ზე დაყრდნობით.

ეს შეიძლება ამერიკულ „ინტერ მაიამიში“ მოხდეს, რომლის თანამფლობელიც ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დევიდ ბექემია.

მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, სუარესს კი „ატლეტიკოსთან“ - 2022-ში.

შეგახსენებთ, რომ მესი და სუარესი „ბარსელონაში“ ერთად 2014-20 წლებში თამაშობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.156585