ფეხბურთი

1:32 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

წითელი ბარათი თურქეთში: მსაჯს ტელეფონში მომენტი უჩვენა და გააძევეს (+VIDEO)

თურქული „სივასპორის“ ფეხბურთელი ჰაკან არსლანი „ბეშიქთაშთან“ მატჩში გააძევეს და იმის გამო, რომ მსაჯს ტელეფონით უჩვენა მისი შეცდომა.

პირველი ტაიმი დასრულდა თუ არა არსლანმა ხელში ტელეფონი მოიმარჯვა და მთავარ არბიტრს უჩვენა, სადაც მსაჯის შეცდომა მტკიცდებოდა. ამისთვის თურქი ფეხბურთელი გააფრთხილეს. ის არ დაშოშმინდა, ტელეფონი ძირს დააგდო და სარეკლამო ბანერს ფეხი დაარტყა, რის შედეგადაც მეორედ გააფრთხილეს და წითელი ბარათი მიიღო.

„სივასპორმა“ რიცხობრივ უმცირესობაში „ბეშიქთაშს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:3 წააგო.

0.129811