ფეხბურთი

10:57 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია "რუბინის" საახალწლო კლიპში "იუვეს" და "დორტმუნდის" მაისურით (VIDEO)

"რუბინის" ვებგვერდზე საახალწლო ვიდეო გამოქვეყნდა, რომლის მთავარი გმირი ლეონიდ სლუცკია. კლიპში ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობს და სხვათა შორის, ერთადერთია, რომელსაც "რუბინის" მაისური აცვია. ერთ-ერთ მომეტში კი ის იმ გუნდის მაისურებს ირგებს, რომლებსაც უკავშირებდნენ - "დორტმუნდი", "გალათასარაი", "კრასნოდარი" და "იუვენტუსი" (ამ გუნდთან მისი სახელი აქამდე არ გაჟღერებულა)... ბოლოს ხვიჩა ერთგულებას მაინც "რუბინს" უმტკიცებს. ეს ცხადია, სიმბოლური ჟესტი იყო, ვიდეო კი მთლიანობაში საკმაოდ სახალისო გამოვიდა.

0.153573