გოლფის ავსტრალიელი ლეგენდა გრეგ ნორმანი, შეერთებულ შტატებში, კოვიდ-19-ის სიმპტომებით ჰოსპიტალში მოხვდა. ნორმანს, ვინც თავისი ორი მეიჯერ ტიტული ბრიტანეთის ღია პირველობაზე, 1986 და 1993 წლებში აქვს მოპოვებული, პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი ჰქონდა.
მაგრამ პარასკევს მან საკუთარ სოციალურ მედია გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ მას ნიღაბი უკეთია და ჰოსპიტალის საწოლზე წევს. კომენტარში კი უხამს სიტყვებს წერს. როგორც ირკვევა, განმეორებით ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.
ერთი დღით ადრე, ის წერდა, რომ სუსტი სიმპტომები ჰქონდა, რამაც ვირუსით ინფიცირების ეჭვი გაუჩინა. „თავს ისე ვგრძნობ, როგორც გრიპისას. ოდნავ მომატებული ტემპერატურა მაქვს, მახველებს და თავი მტკივა. ასე რომ, თვითიზოლაციაში ვარ“, - ხუთშაბათს წერდა 65 წლის გოლფმენი.
მისი შვილი, ვისაც ასევე გრეგი ჰქვია, საკუთარ სოვიალურ მედია გვერდზე ადასტურებს, რომ მას და მის მეუღლეს, ტესტებზე დადებითი პასუხები აქვთ და იზოლაციაში შინ იმყოფებიან.
ნორმანმა თავის შვილთან ერთად, ორლანდოში (ფლორიდა) საჩვენებელ ტურნირზე ითამაშეს.







