ფეხბურთი

19:59 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბას დოსტი ბელგიის ჩემპიონატში გადავიდა

ფრანკფურტის „აინტრახტის“ აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ბას დოსტი კარიერას „ბრიუგეში“ გააგრძელებს. ბელგიურმა კლუბმა გამოცდილი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

დოსტი „აინტრახტში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 43 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მანამდე ის, ლისაბონის „სპორტინგის“ (127 თამაში, 93 გოლი), „ვოლფსბურგის“(117, 48), „ჰერენვეენის“ (73, 52), „ჰერაკლესისა“ (67, 19) და „ემენის“ (24, 6) ღირსებას იცავდა.

ნიდერლანდების ნაკრებში 31 წლის თავდამსხმელმა 18 თამაში ჩაატარა და თავი 1 გოლით ჩამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113551