ფეხბურთი

15:51 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი პაპუნაშვილი კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა „სარაგოსა“ დატოვა და კარიერას კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერში გააგრძელებს. 25 წლის ქართველი შემტევი ლიმასოლის „აპოლონმა“ დაიმატა.

როგორც კვიპროსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, პაპუნაშვილი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გუნდმა წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს. გიორგის კვიპროსზე უახლოეს დღეებში ელოდებიან.

ჩვენებურს „სარაგოსაც“ ოფიციალურად დაემშვიდობა და კარიერაში წარმატებები უსურვა. პაპუნაშვილი არაგონელთა რიგებში 2017 წლის ზაფხულიდან ირჯებოდა და 65 თამაშში მეტოქეები 13-ჯერ დაამწუხრა.

გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით სანტანდერის „რასინგში“ დაჰყო, მაგრამ წარუმატებლად და ზაფხულში „სარაგოსაში“ დაბრუნდა, თუმცა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 54 წუთი გაატარა მინდორზე - 3 თამაში. აქვე გეტყვით, რომ ლიმასოლის „აპოლონი“ კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია და უახლოეს მდევარ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ 3 ქულით უსწრებს, ამასთან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

0.112189