ფეხბურთი

13:24 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი: „მინდა „არსენალს“ დავეხმარო, განსაკუთრებით ახლა“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, რომელიც მიმდინარე სეზონში ვერც პრემიერლიგისა და ვერც ევროპა ლიგის განაცხადში მოხვდა, ტვიტერის საკუთარ გვერდზე კლუბის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნა: „ახლა არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი კლუბისთვის ძალიან მძიმე დრო დგას.

ეს სიტუაცია ყველას გვაწუხებს. მინდა გუნდს დავეხმარო, განსაკუთრებით ახლა. მაგრამ რახან ამის შანსს არ მაძლევენ, ისღა დამრჩენია ვიმედოვნო, რომ მალე შედეგები გაუმჯობესდება“ - წერს გერმანელი შუახაზელი.

შეგახსენებთ, რომ 14 ტურის შემდეგ, „არსენალი“ პრემიერლიგის ცხრილში 14 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 პუნქტითაა დაშორებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112217