ფეხბურთი

19:45 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტრიპიერი 10 კვირით დასაჯეს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი კირან ტრიპიერი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის გამო 10 კვირით დასაჯა. აღნიშნული ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღნიშნული დანაშაული ინგლისელმა მცველმა 2019 წლის ივლისში ჩაიდინა, თუმცა ფეხბურთელი წესების დარღვევას უარყოფს. ფეხბურთის ასოციაციამ 10 კვირიანი სასჯელის გარდა ფეხბურთელს 70,000 გირვანქა სტერლინგის ჯარიმის გადახდაც დააკისრა.

ტრიპიერი აღნიშნული სასჯელის გამო "ატლეტიკოს" მაისურით ლა ლიგაში 12 შეხვედრას გამოტოვებს და ასევე მონაწილეობას ვერ მიიღებს ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში. კირანი შესაძლოა 7 მარტს მადრიდულ დერბიში დაბრუნდეს.

ტრიპიერი "ატლეტიკოში" 2019 წლის ივლისში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 19 მატჩი ჩაატარა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113627