ფეხბურთი

0:27 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ეს მომენტი ჩვენთვის უფრო რთულია, ვიდრე სხვა გუნდებისთვის"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის გარდამავალი ეტაპია და ეს სიძნელეებთან ასოცირდება. თუმცა, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა იცის, რომ ცვლილებების პარალელურად „ბარსელონაში“ შედეგის დაუყოვნებლივ მიღწევაც აუცილებელია.

„გუნდში გარკვეული რამ იცვლება და ეს პროცესი გრძელდება, ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რაც არასტაბილურობას იწვევს. ეს კარგია მომავლისთვის, მაგრამ „ბარსელონამ“ ახლაც უნდა მოიგოს თამაშები და ტიტულები.

რთულ მდგომარეობაში ვართ. დრო გვჭირდება, რადგან გუნდს ვცვლით, მაგრამ „ბარსელონაში“ ვართ და ამიტომ უნდა მოვიგოთ. ეს ზოგადად რთული მომენტია და ჩვენთვის კიდევ უფრო რთულია, ვიდრე დანარჩენი გუნდებისთვის“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ლა ლიგაში წარუმატებელი სტარტი აქვს და 21 ქულით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101108