ფეხბურთი

11:07 | 21.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლორიენის" სტადიონის მომსახურე პერსონალის წევრი მოედანზე გარდაიცვალა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩის, „ლორიენისა“ და „რენის“ დასრულებიდან 10 წუთში მოედანზე ტრაგედია მოხდა. მასპინძელთა გუნდის მოედნის საფარის მომვლელი, გაზონის მოპირკეთებით სამუშაოს ასრულებდა, როდესაც სტადიონის განათების სისტემის ერთ-ერთი ნაწილი დაეცა და გულის შეტევით გარდაიცვალა.

დაზარალებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

პოლიციამ მომხდარის შესახებ პირველად კვლევა უკვე ჩაატარა და გამოძიებაც დაიწყო. ქალაქ ლორიენის მერმა კი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

თეგებილორიენი
0.111327