ფეხბურთი

18:48 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ტოპ 5 ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში ევროპს ტოპ ხუთ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა. „მილანმა“ „სასუოლოსთან“ მატჩში გოლი მსაჯის სასტვენიდან 6.9 წამში გაიტანა!

თამაში ბრაჰიმ დიასმა დაიწყო, ჰაკან ჩალჰანოღლუს გადააწოდა, რომელმაც რაფაელ ლეაო მეკარესთან პირისპირ და დატოვა და პორტუგალიელმა ისტორიული გოლი გაიტანა.

როგორც გაირკვა, ეს გოლი არა მხოლოდ სერია A-ს, არამედ, წამყვანი ლიგების (პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, ლიგა 1, სერია A) ყველაზე სწრაფი გოლია.

ცნობისთვის, იტალიაში აქამდე უსწრაფესი გოლი 2001 წლის 4 დეკემბერს, „პიაჩენცას“ ფეხბურთელპაოლო პოჯის „ფიორენტინას: კარში ჰქონდა გატანილი (მატჩის დაწყებიდან 8 წამში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110701