ფეხბურთი

2:18 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი - 643

„ატლეტიკო“ – „ელჩეს“ მატჩის სიუჟეტი თავიდანვე გასაგები იყო. მადრიდელები უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრები კი მთელი გუნდით იცავდნენ თავს. თუმცა სახიფათო მომენტები ბევრი არ იქმნებოდა. შედეგად, ატლეტიკოელები შესვენებაზე მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. ეს ბურთი ლუის სუარესმა გაიტანა.

მეორე ნახევრის დასაწყისში სურათი არ შეცვლილა. სუარესის მეორე გოლმა კი თითქოს ყველაფერი დააწყნარა, მაგრამ სტუმართა ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევა გოლით დასრულდა და ინტრიგაც დაბრუნდა. მეტიც, მათ კიდევ რამდენჯერმე გამოაჩინეს კბილები, მაგრამ სასწაული არ მოხდა. მასპინძლებმა ბოლოსკენ მესამეც შეაგდეს, შეცვლაზე შესულმა დიეგო კოშტამ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გაიტანა.

დიეგო სიმეონეს გუნდი კვლავ ლიდერია და შემდეგ ტურში ერთობ საინტერესო მატჩი ელის სან სებასტიანში, „რეალ სოსიედადთან.“

„ბარსელონამ“ „ვალენსიას“ ვერ აჯობა შინ. მეტიც, შესვენებამდე სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ. სახიფათო კონტრშეტევები გამოსდიოდათ და ანგარიშიც გახსნეს - მუკტარ დიაკაბის გოლი კუთხურს მოჰყვა.

„ბარსელონამ“ „გასახდელის გოლით“ გაათანაბრა. მეოთხე დამატებულ წუთზე გრიზმანის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი მესიმ ცუდად დაარტყა, თუმცა გამოვარდნილ ბურთზე ისევ მასპინძლებმა იყოჩაღეს და იმავე მესიმ თავურით გაიტანა.

ეს არგენტინელის 643-ე გოლი გამოდგა კატალონიური კლუბის მაისურით გატანილი. ამ მაჩვენებლით ის „ფეხბურთის მეფეს“ პელეს გაუთანაბრდა, რომელსაც „სანტოსში“ ამდენივეჯერ აეღო მეტოქეთა კარი.

პელემ გულთბილად მიულოცა თავის ინსტაგრამში მესის ეს მიღწევა: „გილოცავ ისტორიულ რეკორდს. უპირველესად კი „ბარსელონაში“ გატარებულ წლებს. სამწუხაროდ, ისტორიაში ისეთი პრეცედენტები როგორიც ჩვენ შევქმენით, როცა ამდენ ხანს ვთამაშობდით ერთსა იმავე კლუბში, სულ უფრო ცოტა იქნება. აღფრთოვანებული ვარ შენით ლეო!“ -წერს პელე.

და კიდევ, Gracenote live გვამცნობს, რომ ეს არგენტინელი გენიოსის პირველი თავით გატანილი გოლი იყო 2017 წლის შემდეგ.

მაგრამ დავუბრუნდეთ მატჩს. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გოლიც გაცვალეს. ბოლოსკენ მასპინძლები ძალიან მიაწვნენ სტუმრებს. მესი, ბრაიტვეიტი და კოუტინიო ახლოს იყვნენ გატანასთან, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

„მოსაგებად მეტი კონცენტრაცია იყო საჭირო. მესამის გატანის საშუალებაც გვქონდა და მოტივაციაც, მაგრამ, ეტყობა ჯერ სრულფასოვნად მზად არ ვართ.“ - თქვა შემდეგ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა.

დღეისათვის „ბარსელონამ“ 21 ქულა მოაგროვა და ცხრილში მე-5 ადგილზე დგას.

ესპანეთი

პრიმერა. მე-14 ტური. 19 დეკემბერი

ატლეტიკო - ელჩე 3:1

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“

1:0, 2:0 სუარესი (41, 58), 2:1 ბოიე (64), 3:1 კოშტა (80 პენ)

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი, ერმოსო, სავიჩი, ტრიპიერი, კარასკო (საული 66), ლიორენტე, კოკე (ფელიპე 87), ლემარი (კორეა 66), ფელიში (კოშტა 73), სუარესი (კონდოგბია 74)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ელჩე: ედგარი, ბარაგანი, ვერდუ, ხოსემა, დონალდი (სანჩესი 46), მარკონე, გუტი (ნინო 81), ფიდელი, ხოსანი (რიგონი 46), მორენტე, ბოიე

მწვრთნელი: ხორხე ალმირონი

მსაჯი: ხავიერ ფერნანდესი

გაფრთხილება: ერმოსო (40); ვერდუ (14), მარკონე (79)

ბარსელონა - ვალენსია 2:2

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“

0:1 დიაკაბი (29), 1:1 მესი (45+4), 2:1 არაუხო (52), 2:2 მაქსი გომესი (69)

45+4-ზე მესიმ ვერ გაიტანა პენალტი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, მინგესა, ალბა, პედრი (პიანიჩი 86), ბუსკეტსი (დე იონგი 46), კოუტინიო (ლანგლე 79), ბრეიტვეიტი, მესი, გრიზმანი (ტრინკანი 73)

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ვალენსია: დომენეკი, ვაასი, პაულისტა, დიაჰაბი, გაია, რაჩიჩი, სოლერი, მუსა (ბლანკო 42), ჩერიშევი (ლი კან ინი 90), გედეში (ვალიეხო 87), მაქსი გომესი

მწვრთნელი: ხავი გარსია

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: გრიზმანი (13), მინგესა (56), ალბა (90+1), ლანგლე (90+2); გაია (45+4), ბლანკო (45+7)

ლევანტე - სოსიედადი 2:1

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“

0:1 ისაკი (22), 1:1 როხერი (28), 2:1 დე ფრუტოსი (87)

ლევანტე: ფერნანდესი, პოსტიგო (რობერი 46), მირამონი, კლერი, ვეზუ, როჩინა, ვუკჩევიჩი (მელერო 57), მორალესი (დე ფრუტოსი 57), მალსა, როხერი (ლეონი 77), გომესი (სონი 86)

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

სოსიედადი: რემირო, გოროსაბელი (ბაუტისტა 90+1), სანიანი (ლე ნორმანი 63), მუნიოსი, მერინო, სუბელდია, გევარა (სუბიმენდი 63), პორტუ (ვილიანი 79), მარკელანცი, ისაკი, ბარენეჩეა (მონრეალი 79)

მწვრთნელი: იმანოლ ალგუასილი

მსაჯი: სესარ სოტო

გაფრთხილება: როჩინა (21), ვუკჩევიჩი (47); ისაკი (82)

ოსასუნა - ვილიარეალი 1:3

0:1 მორენო (7), 0:2 ნინიო (29), 1:2 ტორესი (70 პენ), 1:3 მორენო (86)

გაძევება: არიდანე (19 ოსასუნა)

სევილია - ვალიადოლიდი 1:1

1:0 ოკამპოსი (31 პენ), 1:1 კარნერო (87)

0.117921