ფეხბურთი

2:05 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ისევ „გაიქცა“?

უხვგოლიანად დაიწყო პრეიერლიგის მე-14 ტური. „კრისტალ პალასმა“ შინ „ლივერპულთან“ 0:7 წააგო. პორტალი Opta Sport გამცნობს, რომ ეს მერსისაიდელთა ყველაზე მეტგოლიანი გამარჯვებაა სტუმრად ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ისტორიაში.

ცნობილმა ანალიტიკოსმა, ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, გარი ლინეკერმა, საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა: „ეტყობა, „ლივერპული“ ახლაც გაექცევა მეტოქეებს სატურნირო ცხრილში. ისინი სულ სხვა დონეზე დგანან.“

„ლივერპულმა“ ისე გაანადგურა მეტოქე, რომ მთავარი მეგოლე, სალაჰი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა. მინდორზე 57-ე წუთზე გამოჩნდა, ორი ლამაზი ბურთი გაიტანა და 13 გოლით ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

იაპონელმა მინამინომ პირველად გაიტანა „ლივერპულის“ მაისურით პრემიერლიგაში.

პირველად ერთ მატჩში მანემ, სალაჰმა და ფირმინომ, გაიტანეს კიდეც და საგოლე პასებითაც გამოირჩნენ.

კლოპმა „ლივერპუ;თან“ ერთად 127-ე მატჩი მოიგო პრემიერლიგაში და კლუბის რეკორდსმენი გახდა. მამანდე ყველაზე მეტი გამარჯვება რაფაელ ბენიტესს ჰქონდა (126).

კლოპმა შემდეგ თქვა: „ანგარიშის მიუხედავად, მძიმე მატჩი გამოდგა. პირველ ნახევარში მეტოქე საკმაოდ სახიფათოდ გვიტევდა, მაგრამ საბედნიეროდ ვერ გაგვიტანა. პირველი ტაიმის ბოლო შესანიშნავად ჩავატარეთ, თუმცა 3:0 საბოლოო გამარჯვება არ იყო, ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. საბედნიეროდ, ბურთის კონტროლი გავაგრძელეთ და კიდევ რამდენიმე შესანიშნავი ბურთი გავიტანეთ.

ჩემს ბიჭებს ბევრის გატანა შეუძლიათ, თუმცა ეს ყოველ კვირას არ ხდება. დღეს ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო. დეკემბერი ძალან დაძაბული თვეა და ფეხბურთელებმა უნდა იამაყონ, რომ ღირსეულად ირჯებიან.

ახლა „ვესტ ბრომვიჩთან“ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.“ - უთხრა გერმანელმა სპეციალისტმა BBC-ს.

ახლა „ლივერპულს“ 31 ქულა მოუგროვდა და ისევ ერთპიროვნული ლიდერია, ხუთი პუნქტით უსწრებს უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „ევერტონს,“ რომელმაც „არსენალს“ 2:1 მოუგო.

„მეთოფეების“ კრიზისი თვალსაჩინოა. აი, მათი დამრიგებლის, არტეტას გულში კი რა ტრიალებს, ვინ იცის. მისთვის ხომ ორივე კლუბი „მშობლიურია“ – „ევერტონში“ ის პირველხარისხოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა, „არსენალში“ კი კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

ახლა „არსენალი“ მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულითაა დაშორებული, თანაც აუტსაიდერებთან შედარებით ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატრებული.

„მანჩესტერ სიტიმ“ „საუთჰემპტონი“ ასევე სტუმრად დაამარცხა სტერლინგის ეული გოლით და 23 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-14 ტური. 19 დეკემბერი

კრისტალ პალასი - ლივერპული 0:7

ლონდონი. „სელჰერსტ პარკი.“

0:1 მინამინო (3), 0:2 მანე (35), 0:3 ფირმინო (44), 0:4 ჰენდერსონი (52), 0:5 ფირმინო (68), 0:6, 0:7 სალაჰი (81, 84)

კრისტალ პალასი: გუაიტა, ვან ანჰოლტი, კლაინი, კეჰილი, კუაიატე (ტომკინსი 63), მილივოევიჩი, შლუპი, მაკარტური (რიდევალდი 75), ეზე (ბატშუაი 69), აიუ, ზაჰა

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ფაბინიო, რობერტსონი, ვეინალდუმი (ჯონსი 69), კეიტა, ჰენდერსონი, მინამინო, ფირმინო (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 75), მანე (სალაჰი 57)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: კლაინი (45+1)

საუთჰემპტონი - სიტი 0:1

საუთჰემპტონი. „სენტ მერის.“

0:1 სტერლინგი (16)

საუთჰემპტონი: მაკარტი, უოკერ-პიტერსი, ვესტერგორი, ბედნარეკი, ბერტრანი, რომეუ, უორდ-პროუსი, ჯენეპო (რედმონდი 59), უოლკოტი, ინგზი (ტელა 41), ადამსი (ნლუნდულუ 82)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, სტოუნზი, კანსელუ, როდრი, გიუნდოგანი, დე ბრუინი, სილვა, ტორესი (მაჰრეზი 72), სტერლინგი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: რომეუ (38), უორდ-პროუსი (42); დე ბრუინი (25), ედერსონი (81)

ევერტონი - არსენალი 2:1

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“

1:0 ჰოლდინგი (22 საკ. კარში), 1:1 პეპე (35 პენ), 2:1 მინა (45)

ევერტონი: პიკფორდი, გოდფრი, კინი, მინა, ჰოლგეიტი, დუკურე, დევისი, სიგურდსონი, აივობი (კოულმენი 83), რიშარლისონი (კენი 90+1), კალვერტ-ლიუინი (ტოსუნი 90+3)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

არსენალი: ლენო, ჰოლდინგი, ლუისი, ტირნი, ელნენი (უილოკი 64), მეიტლენდ-ნაილსი, საკა, სებალიოსი, ვილიანი, პეპე (მარტინელი 71), ნკეტია (ლაკაზეტი 76)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: კალვერტ-ლიუინი (90+3); ელნენი (15), ტირნი (40), უილოკი (90+2)

ნიუკასლი - ფულემი 1:1

0:1 რიჩი (42 საკ. კარში), 1:1 უილსონი (64 პენ)

გაძევება: ანდერსენი (62 ფულემი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153751