ფეხბურთი

20:51 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ პელეს რეკორდი გაიმეორა

ესპანური პრიმერას მე-14 ტურის მატჩში „ბარსელონა“ „ვალენსიას“ მასპინძლობს (პირველი ტაიმის შემდეგ - 1:1). კატალონიელთაგან ბურთი ლიონელ მესიმ შეაგდო.

ეს არგენტინელის მიერ „ბარსელონას“ მაისურით გატანილი 643-ე გოლი გამოდგა. რითიც ერთ კლუბში გატანილი ბურთების რაოდენობით ლეგენდარულ პელეს გაუტოლდა - გვამცნობს Football Espana.

„ფეხბურთის მეფე“ 1956-74 წლებში მშობლიური „სანტოსის“ ღირსებას იცავდა, ბოლო ორი სეზონი კი ნიუ იორკის „კოსმოსში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111431