ფეხბურთი

17:10 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" მცველს კარიერის დასრულება შესაძლოა 22 წლის ასაკში მძიმე ტრავმის გამო მოუწიოს

კატალონიის „ბარსელონას“ საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა მუსა ვაგემ, რომელიც იჯარით სალონიკის პაოკ-ში თამაშობს, შესაძლოა კარიერის დასრულება 22 წლის ასაკში მოუწიოს.

სენეგალელმა მცველმა „არისთან“ მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო. ის გუნდის გადარჩენას გაშვებული გოლისგან ცდილობდა და გადაარჩინა კიდეც, მაგრამ ძელს მუხლით შეეჯახა, რის შედეგადაც ჯვარედინი მყესები ურთულეს ფორმაში გაიწყვიტა. ესპანური მედიის ცნობით, ვაგეს 1 წელი გაუცდება და არ არის გამორიცხული საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწიოს.

22 წლის მუსა ვაგე „ბარსელონამ“ 2018 წელს შეიძინა და მთავარ გუნდში 4 თამაშიც ჩაატარა, მიმდინაე სეზონის წინ კი ესპანელებმა ის პაოკ-ში გაანათხოვრეს. ვაგემ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა და იაპონიის ნაკრების კარში გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.499455