ფეხბურთი

10:25 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

იუსუფა მუკოკოს რეკორდი ბუნდესლიგაში

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა იუსუფა მუკოკომ მორიგი რეკორდი დაამყარა. თინეიჯერი შემტევი ბუნდესლიგის ისტორიში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთლი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა.

მუკოკომ ბერლინის „უნიონი“ დაამწუხრა და გოლის გატანის მომენტში 16 წლის და 28 დღის იყო. მან ლევერკუზენის „ბაიერის“ ფეხბურთელია, ფლორიან ფირტცის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც ეს რეკორდი მიმდინარე წლის ივნისში დაამყარა (17 წლის და 34 დღის).

აქვე გეტყვით, რომ იუსუფა მუკოკო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ვისაც ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია. იუსუფა კამერუნში დაიბადა, მაგრამ გერმანიის მოქალაქეობა აქვს და ამავე ქვეყნის 20-წლამდე ნაკრებში უკვე ორი მატჩიც ჩაატარა.

რაც შეეხება, უშუალოდ „დორტმუნდისა“ და „უნიონის“ შეხვედრას, „ყვითლებს“ მუკოკოს გოლი არაფერში წაადგა და 1:2 დამარცხდნენ.

0.110906