ფეხბურთი

0:53 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის საგოლე პასი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის მე-16 ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარმა“ „კიშვარდა“ ადვილად 3:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი საგოლე პასი მიითვალა.

ბუდუმ მერვე წუთზე საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და ფუნშო ბამგბოიეს გატანაში დაეხმარა, მან ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი.

ზივზივაძე მოედანზე 71-ე წუთამდე იყო და შემდეგ შეცვალეს. მიმდინარე სეზონში ბუდუმ უნგრეთის ჩემპიონატში 14 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 3-ჯერ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

„ფეჰერვარს“ 15 მატჩში (ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა) 29 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 23 დეკემბერს, სტუმრად გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109833