ფეხბურთი

22:10 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიას საგოლე პასი, "ანორთოსისმა" ცუდი სერია დაასრულა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ შინ „პაფოსს“ უმასპინძლა, მძიმე ბრძოლაში 1:0 გაიმარჯვა და ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ისევ ტრავმირებულია. ქართველებმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

ლორიამ კარი მშრალად შეინახა, ქვილითაიამ კი საგოლე პასი გააკეთა. 65-ე წუთზე გიორგიმ მეტოქეს ბურთი წაართვა და გადაცემა მარგასაც გაუკეთა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში გოლის გატანა დაუშვილსაც შეეძლო, მისი შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა.

„ანორთოსისს“ 15 თამაშში 30 ქულა აქვს და ამ დროისთვის ლიდერია, მაგრამ „აპოლონს“ ერთი, ხოლო აელ-ს 3 ქულით უსწრებს და ორივესთან შედარებით ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. ფამაგუსტელები მომდევნო ტურში 22 დეკემბერს, სტუმრად „ომონიას“ დაუპირისპირდებიან.

0.114966