ფეხბურთი

2:47 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილისა და კანკავას არჩევანი ფიფას გამოკითხვაში

The Best Fifa Football Awards-ის გამოკითხვაში მონაწილეობა ფიფას წევრი ქვეყნების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მიიღეს, მათ შორის, ცხადია საქართველოს ნაკრებიცაა.

ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საუკეთესოდ რობერტ ლევანდოვსკი მიიჩნია. მის გარდა, ჯაბამ სამეულში ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეიყვანა.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს ხმა არ მიუცია, არადა, ის წლის ბოლოს დაითხოვეს. მის ნაცვლად ფიფას გამოკითხვაში საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელის ზურაბ ხიზანიშვილის არჩევანია მითითებული - რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი.

ქართული მედიიდან არჩევანი გააკეთა ზურაბ ფოცხვერიამ, რომელმაც სამეულში კრიშტიანუ რონალდუ, კევინ დე ბრუინი და რობერტ ლევანდოვსკი შესაბამისი თანმიმდევრობით დაასახელა.

შეგახსენებთ, საბოლოოდ გამარჯვება რობერტ ლევანდოვსკის დარჩა, მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, ხოლო ლიონელ მესის მესამე პოზიცია ერგო.

0.114058