ფეხბურთი

18:55 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას საგოლე პასი თურქეთის თასზე (+VIDEO)

თურქეთის თასის 1/16 ფინალში ლევან შენგელიას „ქონიასპორმა“ „ალტინორდუ“ 3:1 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი თავი საგოლე პასით გამოიჩინა.

ლევანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთამდე ითამაშა, მისი გუნდი კი მარცხდებოდა, მაგრამ 21-ე წუთზე ანგარიში აჰმეთ კარადემირმა ანგარიში გაათანაბრა, მას გოლამდე გადაცემა შენგელიამ გაუკეთა.

საბოლოოდ ქონიელებმა მატჩი 3:1 მოიგეს და მერვედფინალში გავიდნენ. შენგელიას მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა, ორივე სტამბოლის „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ.

0.155077