ფეხბურთი

20:26 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

აზარმა ვარჯიში განაახლა

ბელგიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა კლუბში ვარჯიში დაიწყო. როგორც ესპანური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აზარმა, მარიანომ და იოვიჩმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს და შემდეგ ინდივიდუალურ პროგრამაზე გადაერთვნენ.

აზარმა 28 ნოემბერს "ალავესთან" შეხვედრაში ფეხის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. აღნიშნულ დაზიანებამდე აზარს კორონავირუსი ჰქონდა, ხოლო სეზონის სტარტი ასევე ტრავმის გამო გამოტოვა. ჯამში მიმდინარე სეზონში ბელგიელმა ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

0.116381