სხვა

2:30 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სამუდამო დისკვალიფიკაცია დოპინგისთვის

იტალიელი ველომრბოლი რიკარდო რიკო ერთხელ (2008 წელს) ჯირო დ’იტალიას ვიცე ჩემპიონ გახდა, მაგრამ ის უფრო თავისი დოპინგ სკანდალებით იყო გამორჩეული, რამაც კარიერა დაასრულებინა. ახლახანს კი მისი 12-წლიანი დისკვალიფიკაცია სამუდამოთი შეიცვალა.

ჯიროზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, რიკო, ვინც ახლა 37 წლისაა, 2008 წლის ტურ დე ფრანსის დროს, ერითროპოიეტინის მსგავს სისხლის დოპინგზე ჩავარდა. ამის გამო, მას რბოლებში მონაწილეობა 2 წლით აეკრძალა.

2011 წელს, კრიტიკულ მდგომარეობაში, ჰოსპიტალში მოხვდა იმის გამო, რომ სისხლის გადასხმის მანიპულაცია (სისხლის ტრანსფუსია, რომელსაც სისხლში წითელი ბურთულების სიჭარბის გამოსაწვევად იყენებენ, რაც სისხლის მიერ ჟანგბადის გადატანას ზრდის და ამით სპორტსმენის შესაძლებლობებს აუმჯობესებს) თვითნებურად, არასწორად შეასრულა.

ერთი წლის შემდეგ, იტალიის ეროვნულმა დოპინგ საწინააღმდეგო სააგენტომ, პროფესიონალურ ველორბოლებში მონაწილეობა 12 წლით აუკრძალა. აღნიშნული დისკვალიფიკაცია მოგვიანებით, სპორტის საქმეთა საარბიტრაჟო სასამართლომ ძალაში დატოვა.

მაგრამ რიკოს დოპინგ-ისტორია ამით არ დასრულებულა. 2015 წელს ის კვლავ დაადანაშაულეს ერითროპოიეტინის და ტესტოსტერონის ყიდვაში. ის ლივორნოში, ორ დილერთან გარიგების დროს გამოიჭირეს. ამ საქმის გამოძიება წლები გაიწელა და ახლახანს დასრულდა, რის შემდეგაც, სპორტიდან ისედაც წასულ რიკოს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

ჯიროს ვიცე ჩემპიონის წოდების გარდა, რიკოს 2008 წელს ჯიროსა და ტურზე ორ-ორი ეტაპი აქვს მოგებული. მაგრამ დოპინგის გამოყენებაში მხილების გამო, მისი ყველა მიღწევა გაუქმდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087747