კალათბურთი

18:36 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მე-14 ტურის MVP გახდა (+VIDEO)

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ტურში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (30) ქართველ ცენტრს აღმოაჩნდა და MVP-ის ტიტული კიდევ ერთხელ დაიმსახურა - კარიერაში მეცხრედ.

მე-14 ტურში „ინტეროსტარ ტენერიფემ“ „ბურგოსი“ 84:79 დაამარცხა. შერმადინმა ზუსტად 29 წუთი ითამაშა, 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოიპოვა. 9-დან 6 ორქულიანი (67%) და 10-დან 9 საჯარიმო (90%) ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, როგორც უკვე ვთქვით, 30-ს გაუტოლდა.

0.17432