ფეხბურთი

18:04 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელ ნეიმარს მძიმე ტრავმის შემდეგ სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და პირველად პასუხიც ცნობილი გახდა.

როგორც პსჟ-ს ვებგვერდი იტყობინება, ნეიმარს მარცხენა ტერფის იოგების დაჭიმვა აღენიშნება, 48 საათში კი მეორე გამოკვლევა ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, ნეიმარმა სერიოზული ტრავმა „ლიონთან“ მატჩში მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა დროით მოუწევს უქმობა ბრაზილიელ ფეხბურთელს.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112308