ფეხბურთი

1:33 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე "მალაგასთან" მატჩში დაშავდა

ესპანური „ალემიას“ ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ლა ლიგა 2-ის მე-18 ტურში „მალაგასთან“ მატჩში დაშავდა. გიორგიმ 29-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა და მის ნაცვლად თამაშში ფერნანდო მარტინესი ჩაერთო.

როგორც „ალმერიას“ ვებგვერდზე წერია, მაკარიძემ ბარძაყი დაიზიანა, მაგრამ ჯერ სამედიცინო გამოკვლევა არ ჩატარებულა და შესაბამისად, ტრავმის ხარისხის შესახებ ცნობა არ ვრცელდება.

მატჩი „ალმერიამ“ 3:1 მოიგო და მაკარიძეს გოლი არ გაუშვია. მისი გუნდი 38 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში ბარსელონაში, „ესპანიოლს“ თუ მოუგებს, მეორე ადგილზეც აღზევდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118756