ფეხბურთი

0:27 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძის დიდსულოვანი საქციელი და საგოლე პასი (+VIDEO)

უნგრული „ფეჰერვარის“ ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა შინ „ბუდაფოკს“ 4:1 აჯობა, ხოლო ბუდუმ 67-ე წუთამდე ითამაშა.

მანამდე თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო - ზივზივაძემ 35-ე წუთზე მეტოქის პასი ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გოლის გატანა ალბათ არ გაუჭირდებოდა, მაგრამ არ დაარტყა, უკეთეს პოზიციაში მყოფი ივან პეტრიაკი მოძებნა და უკრაინელს ცარიელ გარში გატანაში დაეხმარა. ქართველმა ფეხბურთელმა ეგოისტურად არ ითამაშა, არადა, ნამდვილად თავად შეეძლო ეპიზოდის დასრულება.

ზივზივაძეს უნგრეთის ჩემპიონატში 12 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს საკუთარ ანგარიშზე. „ფეჰერვარი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ფერენცვაროშს“ 7 ქულა აშორებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113927