ფეხბურთი

21:23 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისი" წაგებისგან გიორგი ქვილითაიამ იხსნა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიამ მორიგი გოლი გაიტანა. „ანორთოსისი“ სტუმრად „ერმისს“ დაუპირისპირდა და 78-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა თავით გაიტანა და თავისი გუნდი ზედიზედ მეორე მარცხისგან იხსნა.

თუმცა, თემურ ქეცბაიას გუნდმა მაინც ვერ მოიგო და მხოლოდ ქულას დასჯერდა (1:1). ქვილითაიას დარად 90 წუთი ითამაშა გიორგი ლორიამ, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილსა და მურთაზ დაუშვილს არ უთამაშიათ.

გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატის 11 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ფრანგ ნიკოლას დიგუნისთან და ფინელ ბერაკ სადიქთან ერთად ლიდერობს.

„ანორთოსისმა“ 14 ტურში 27 ქულის დაგროვება მოახერხა და მესამე ადგილზეა, ხოლო გათამაშების ლიდერ „აპოლონს“ 2 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

0.147303