ფეხბურთი

1:30 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: "კასანო იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ბაჯოზე უკეთესიც კი"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, ანტონიო კასანოს ყოფილი აგენტი ჯუზეპე ბოცო მიიჩნევს, რომ იტალიის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე სწორედ კასანოა. მისი აზრით, ის რობერტო ბაჯოზე ძლიერი ფეხბურთელი იყო.

„კასანო იტალიის ყველა დროის უძლიერესი მოთამაშეა, ტოტიზე, ბაჯოზე და დელ პიეროზე უკეთესიც კი. ვწუხვარ, რომ მან „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო, მისი ნიჭის ადამიანი ამას იმსახურებდა. გვავიწყდება, რომ მას მოგებული აქვს თამაშები მარტო, ისეთი ფინტებით მხოლოდ Play Station-ში გვინახავს.

ის სათანადოდ არ არის შეფასებული, რადგან არასდროს სარგებლობდა კარგი პრესით. თუ მედიისთვის ისეთივე ხელმისაწვდომი იქნებოდა, როგორც კარიერის დასრულების შემდეგ, კარიერას გაიხანგრძლივებდა და ალბათ ახლაც ითამაშებდა“, - თქვა ბოცომ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანომ კარიერის განმავლობაში „ბარიში“, „რომაში“, „რეალში“, „სამპდორიაში“, „მილანში“, „ინტერსა“ და „პარმაში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113242