ფეხბურთი

2:27 | 10.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალი დაკომპლექტდა

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობა განახევრდა. ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ცხადია, 16-ვე გუნდის ვინაობა ვიცით, რომლებიც თებერვლიდან ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის მოსაგებად ბრძოლას გააგრძელებენ.

ბოლო სათამაშო დღეს ოთხი მერვედფინალისტი გაირკვა - „ატალანტა“, „რეალი“, „გლადბახი“ და „ატლეტიკო“. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

I ადგილოსნები

„ბაიერნი“ (გერმანია), „რეალი“ (ესპანეთი), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ლივერპული“ (ინგლისი), „ჩელსი“ (ინგლისი), „დორტმუნდი“ (გერმანია), „იუვენტუსი“ (იტალია), „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი)

II ადგილოსნები

„ატლეტიკო“ (ესპანეთი), „გლადბახი“ (გერმანია), „პორტუ“ (პორტუგალია), „ატალანტა“ (იტალია), „სევილია“ (ესპანეთი), „ლაციო“ (იტალია), „ბარსელონა“ (ესპანეთი), „ლაიფციგი“ (გერმანია)

წილისყრაზე ორი შეზღდვა იმოქმედებს: ერთ ჯგუფში ნამყოფი და ერთი ქვეყნის გუნდები მერვედფინალში ვერ დაუპირისპირდებიან. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 14 დეკემბერს გაიმართება.

0.118032