ფეხბურთი

22:08 | 8.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მათე ვაწაძის გოლი უზბეკეთის თასზე (+VIDEO)

უზბეკეთის თასის მერვედფინალში მათე ვაწაძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდი, რომელიც აგმკ-ს ღირსებას იცავს, ტაშკენტის „ლოკომოტოვითან“ გამოირჩა.

ვაწაძემ 22-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში მეკარის უხეში შეცდომაა აღსანიშნავი. ვაწაძესთან ერთად აგმკ-ს რიგებში ელგუჯა გრიგალაშვილიც თამაშობს. მატჩი აგმკ-მ ადვილად, 3:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

რაც შეეხება ვაწაძეს, ის აგმკ-ს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, მანამდე „კიზილკუმის“ რიგებში ირჯებოდა.მათეს სხვა და სხვა დროს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის „დინამოში“, „ორჰუსში“, „დილაში“, „ორენბურგსა“ და „სილკებორგში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118509