ფეხბურთი

22:19 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის დუბლი ავსტრიის ბუნდესლიგაში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის მეათე ტურში ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გრაცის „შტურმმა“ სტუმრად ვენაში, „აუსტრია“ 4:0 გაანადგურა, ხოლო „კიტე“ მინდორზე საუკეთესო იყო.

ოთარმა 70-ე და 74-ე წუთებზე გაიტანა და მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ, რომლის გამო თვენახევარი გამოტოვა, 1 კვირის წინ დაბრუნდა და ეს გოლები ამიტომაც, ორმაგად გამოსარჩევია.

კიტეიშვილმა ჯერ საჯარიმო მოედნიდან ერთი შეხებით გაიტანა, მერე კი სამი მეტოქე მოატყუა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა. მეორე გოლის მომენტში ბურთი კარის ორივე ძელს მოხვდა და საბოლოოდ ბადეში აღმოჩნდა.

24 წლის ფეხბურთელს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „შტურმი“ 18 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115712