სხვა

2:50 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხაბიბი დაბრუნდება თუ დედისგან კურთხევას მიიღებს

ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ სპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ ამაზე დედისგან კურთხევას მიიღებს. დაღესტნელი მებრძოლი სპორტიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ოქტომბერში ამერიკელი ჯასტინ გეითჯი მეორე რაუნდში დაამარცხა.

„ღმერთმა ყველაფერი მომცა, ყველანი ძალიან მიყვარხართ... ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყო. გამორიცხულია, აქ მამაჩემის გარეშე დავბრუნდე. მამაჩემის გარეშე ეს ჩემი პირველი ბრძოლა იყო. როცა UFC-მ დამიძახა, დედაჩემს სამი დღე ველაპარაკე. მას არ სურდა, რომ მამაჩემის გარეშე მებრძოლა. მაგრამ მე დავპირდი, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იქნებოდა და რადგან ეს ვთქვი, სიტყვა უნდა შევასრულო“, - გეითჯის დამარცხების შემდეგ განაცხადა 32 წლის ჰაბიბმა.

დაღესტნელ მებრძოლს ჰკითხეს, შეხვდება თუ არა კონორ მაკგრეგორსა და დასტინ პუარიეს შორის გამარჯვებულს, რაზეც მან უპასუხა: „სპორტული ინტერესი არ მაქვს. ორივეს ვახრჩობდი. ორივე ჩემპიონი იყო და ორივე დამნებდა“. ხაბიბმა მაკგრეგორი 2018 წლის ოქტომბერში დაამარცხა, პუარიეს კი 2019 წლის სექტემბერში მოუგო.

„როგორც ჩვენი ანდაზა ამბობს, ცხენმა მანამ არ უნდა ირბინოს, სანამ ვირი მოიგებს. ვირები ცხენების დოღში არ მონაწილეობენ. ამ მეტოქეებთან ბრძოლის არანაირი ინტერესი არ მაქვს. წარმოიდგინეთ, რომ UFC-მ 100 მილიონი დოლარი შემოგთავაზოთ. მაგრამ სპორტული ინტერესი სხვაა“, - ამბობს ხაბიბი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169619