კალათბურთი

0:45 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსი გასახდელში კალათბურთელებს: "ვძლევთ პრობლემებს და ვიმარჯვებთ!" (+VIDEO)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შვეიცარიასთან (91:84) გამარჯვების შემდეგ გასახდელში კალათბურთელებს მიმართა.

„ბიჭებო, სწრაფად ვიტყვი - თამაშში გული ყველამ ჩადო. ჩვენ წარმოვადგენთ ქვეყანას. ყველამ ყველაფერი გაიღო, ვინც სასტარტოდან ითამაშა და სათადარიგოებმაც გული ჩადეს. მე ამას ნამდვილად ვაფასებ, დიდი მადლობა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რთულ და კარგ მომენტებში ერთად ვართ და ვაყალიბებთ ხასიათს. ვაჩვენებთ ყველას, ძლიერები ვართ, ნებისმიერის ძლევა შეგვიძლია. ვძლევთ პრობლემებს და ვიმარჯვებთ, ეს მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას. გისურვებთ ჯანმრთელებს, გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და შემდეგ სხვა გამარჯვებებიც მოვა“, - ამბობს ზუროსი მიმართვისას.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩს 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად სერბეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. მოგეხსენებათ, ილიას ზუროსის გუნდისთვის ამ შესარჩევ ციკლს სატურნირო დატვირთვა არ გააჩნია, რადგან მასპინძლის სტატუსით ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისედაც მოპოვებული აქვს.

0.118177