კალათბურთი

12:43 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავკასია რიჩოს ენდობა

სუპერლიგაში ვეტერანები ხშირად ახალგაზრდებს უჯოკრავენ. ალბათ, ასეც უნდა იყოს.

რიჩარდ მათიაშვილი 31 წლის არის. ალბათ, ვეტერანია. მის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ.

პატარა ბავშვი რიჩო ბევრი, ბევრი წლის წინ შეასკდა ფინალში გამოცდილ კახა შენგელიას და ლეგენდარულ ცენტრს სანტიმეტრი არ დაუთმო, ბოლომდე იდგა. იმ სეზონში რიჩო და ბექა წივწივაძე ერთად გახდნენ საქართველოს ჩემპიონები. სტუ-ში.

ბევრი წლის შემდეგ რიჩო ჯერ დგას, თამაშის დიდი მუღამი აქვს შენარჩუნებული.

დღეს, რიჩარდ მათიაშვილი კავკასიაშია. A ლიგა.ერთი ნაბიჯი სუპერლიგამდე.

კონდიციებზე.

რიჩარდ მათიაშვილი: პანდემიის გამო, მარტის შემდეგ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია. ასაკში როდესაც შედიხარ, ხანგრძლივი პაუზის აღება ოდნავ რთულია. უბრალოდ, ვცდილობდი მაქსიმალურად დამეტვირთა საკუთარი თავი. ოქტომბრიდან სერიოზულად ვემზადები და საჭირო მომენტში კარგ ფორმაში ვიქნები.

გეგმები.

რ.მ: ალბათ, ჯერ ოდნავ ადრეა ამაზე საუბარი. სტანდარტული პასუხით შემოვიფარგლები - ვეცდები, კავკასიაში შეკრებილ ახალგაზრდა, პერსპექტიულ ბიჭებს გამოცდილება გავუზიარო. როგორც, თავის დროზე - მე ვიღებდი ამ გამოცდილებას ვეტერანებისგან. ენერგია უნდა მოდიოდეს, როგორც ახალგაზრდებისგან, ასევე - ვეტერანებისგან.

ახალ მთავარ მწვრთნელზე.

რ.მ: ბექას (წივწივაძის) ამბავი ძალიან გამიხარდა. ბექა ყოველთვის გამოირჩეოდა ინტელექტით და მონდომებით. ალბათ, ეს თვისებები წარმატებული სამწვრთნელო კარიერის დროსაც აუცილებელია. ვიცი, ვხედავ, რომ ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. ეს მნიშვნელოვანია. ბექა მოთამაშეებისთვის მაგალითი უნდა იყოს. მჯერა, რომ იქნება.

ეს იყო კავკასიის ახალი ცენტრი, გამოცდილი რიჩარდ მათიაშვილი.

გუნდმა კარგი სვლა გააკეთა.

კავკასიის პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11359