ფეხბურთი

1:45 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სიჭინავას მორიგი გოლი უკრაინაში (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგაში „ინჰულეცის“ ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ მორიგი გოლი გაიტანა. მე-11 ტურში ჩვენებურის გუნდმა დონეცკის „ოლიმპიკს“ უმასპინძლა და 2:1 აჯობა, რითაც სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო.

სიჭინავამ მე-17 წუთზე შეძლო გოლის გატანა და ანგარიში გახსნა, როდესაც მეკარის კურიოზული შეცდომით ისარგებლა. ეს 26 წლის ქართველისთვის მიმდინარე სეზონში მესამე გოლია. მატჩს რაც შეეხება, მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს და „ინჰულეცისთვის“ ეს პირველი გამარჯვებაა, წინა ტურში 7-ჯერ ფრე ითამაშა.

„ინჰულეცი“ 11 ტურის შემდეგ 10 ქულით სატურნირო ცხრილის მეათე ადგილზე იმყოფება, სიჭინავას 10 მატჩი 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11463