ავტოსპორტი

19:11 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის ბაჰრეინის გრან პრი საშინელი ავარიით დაიწყო (+VIDEO)

ბაჰრეინის გრან პრის დაწყებისთანავე ჰაასის ბოლიდი აფეთქდა, რომელსაც რომან გროსჟანი მართავდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ფრანგის მანქანას დანილ კვიატის ბოლიდთან კონტაქტი ჰქონდა, რის შემდგომაც გზიდან გადავიდა და ჯებირს შეასკდა.

ჰაასის ბოლიდი მაშინვე აფეთქდა და შუაზე გასკდა. ფრანგმა მბროლელმა როგორღაც საშინელ აფეთქებას თავი დააღწია და თვითონვე გადავიდა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან. გროსჟანს მაშველებიც დროულად დაეხმარნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰაასის ინფორმაციით, ფრანგი თავს კარგად გრძნობს, მას ხელებსა და ფეხებზე მსუბუქი დამწვრობები აღენიშნება. რბოლის ერთი წრე წითელი დროშის ფონზე გაგრძელდა და მინიმუმ 45 წუთით შეწყდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132045