ფეხბურთი

2:50 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "დორტმუნდი" მოულოდნელად დამარცხდა

გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ერთი ცვლილება მოხდა - „დორტმუნდს“ „ლაიფციგმა“ გაასწრო, ხოლო ლიდერი უცვლელია და პირველ პოზიციას ისევ „ბაიერნი“ იკავებს.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა „შტუტგარტთან“ მთლიანობაში ადვილად მოიგო, მაგრამ თამაში ისე მიმდინარეობდა, რომ შეიძლებოდა მიუნხენელებს ზედიზედ მეორედ ქულები დაეკარგათ. „ბაიერნი“ ჯერ აგებდა და შემდეგ 87-ე წუთამდე მხოლოდ ერთბურთიან უპირატესობას ფლობდა. თუმცა, „რეკორდმაისტერი“ ძალიან მაღალი კლასის გუნდია და „შვაბებთან“ სამი ქულის მოპოვება სწორედ კლასის ხარჯზე დამსახურებულად მოახერხა. შედეგად, „ბაიერნს“ 22 ქულა აქვს და ბუნდესლიგას სათავეში უდგას.

„დორტმუნდმა“ „კიოლნს“ უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად მარცხი განიცადა. „თხების“ რიგებში ელიეს სხირი გამოირჩა, რომელმაც დუბლი შეასრულა და „კიოლნს“ ფასეული გამარჯვება მოუტანა.

„დორტმუნდის“ წაგებით იდეალურად ისარგებლა „ლაიფციგმა“, რომელმაც შინ ბილეფელდის „არმინია“ 2:1 დაამარცხა და „ყვითლებს“ სატურნირო ცხრილში გადაასწრო, ხოლო „ბაიერნს“ ორი ქულით ჩამორჩება.

„აუგსბურგი“ – „ფრაიბურგი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 გრიფო (64), 1:1 ვარგასი (80)

„ლაიფციგი“ – „არმინია“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ანხელინო (29), 2:0 ნკუნკუ (47), 2:1 კლოსი (75)

„უნიონი“ – „აინტრახტი“ 3:3 (2:2)

გოლები: 1:0 ანდრიხი (2), 2:0 კრუსე (6), 2:1 ანდრე სილვა (27), 2:2 ანდრე სილვა (37), 2:3 დესტი (79), 3:3 კრუსე (82)

„შტუტგარტი“ – „ბაიერნი“ 1:3 (1:2)

გოლები: 1:0 კულიბალი (20), 1:1 კომანი (38), 1:2 ლევანდოვსკი (45), 1:3 დუგლას კოშტა (87)

„დორტმუნდი“ – „კიოლნი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 სხირი (9), 0:2 სხირი (60), 1:2 აზარი (74)

„გლადბახი“ – „შალკე“ 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 ნოიჰაუსი (15), 1:1 რამანი (20), 2:1 ვენდტი (36), 3:1 ტურამი (52), 4:1 ვოლფი (80)

თეგებიბუნდესლიგა
0.140393