ფეხბურთი

2:08 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ ისევ წააგო, აზარი კვლავ დაშავდა

ვერ მიდის „რეალის“ საქმეები კარგად. ამჯერად მადრიდელები შინ „ალავესთან“ დამარცხდნენ და კაცი ვერ იტყვის, რომ ეს შემთხვევით მოხდა. სტუმრები უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ და უკვე მე-5 წუთზე მოიპოვეს პენალტის უფლება, რომელიც ზუსტად დაარტყა ლუკას პერესმა.

28-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში კიდევ ერთი უსიამოვნო ამბავი მოხდა. ძირითადში ახლახან დაბრუნებულ აზარს ისევ ფეხი ასტკივდა და ის როდრიგომ შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ბელგიელის მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ აზარი „სამეფო კლუბში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა „ჩელსიდან“ და მას შემდეგ, ტრავმების გამო, დაახლოებით რვა თვე გამოტოვა.

ჯერ 11 ტურია გასული და „რეალი“ უკვე მესამედ დამარცხდა. ძალიან ბევრი ხომ არ არის?

მიუხედავად ამისა, ზიდანის გუნდი მაინც რჩება მეოთხე ადგილზე და ლიდერს 6 ქულით ჩამორჩება.

„ატლეტიკომ“ ზედიზედ მეექვსედ მოიგო პრიმერაში, თანაც ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. ქულებით ლიდერ „სოსიედადს“ გაუთანაბრდა და ერთი მატჩიც თადარიგში აქვს. კარგად მიდიან დიეგო სიმეონეს ბიჭები. თუ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მდგომარეობასაც გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, ქვეყნის ჩემპიონობასაც შესწვდნენ.

ამჯერად „ვალენსიამ“ მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ესპანეთი

პრიმერა. მე-11 ტური. 28 ნოემბერი

რეალი - ალავესი 1:2

მადრიდი. „ალფრედო დი სტეფანო.“

0:1 პერესი (5 პენ), 0:2 ხოსელუ (49), 1:2 კაზემირო (86)

რეალი: კურტუა, მარსელო (მენდი 69), ნაჩო, ვარანი, ვასკესი, კროოსი (ისკო 69), კაზემირო, მოდრიჩი (ედეგორი 69), აზარი (როდრიგო 28), ასენსიო (ვინისიუსი 63), დიასი

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი,

ალავესი: პაჩეკო, დუარტე, ლეჟენი, ლაგუარდია, ნავარო, რიოხა (ლოპესი 88), პინა (მენდესი 77), ბატალია, ხოტა, პერესი (საინსი 88), ხოსელუ (დეივერსონი 90+1)

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

მსაჯი: კორდერო ვეგა

გაფრთხილება: კაზემირო (18), კროოსი (61); რიოხა (67), დუარტე (76), მენდესი (88)

ვალენსია - ატლეტიკო 0:1

ვალენსია. მესტალია.“

0:1 ლატო (79 საკ. კარში)

ვალენსია: დომენეკი, ლატო, გილიამონი (მანგალა 57), პაულისტა, ვასი (ხასონი 84), გედეში, რაჩიჩი, სოლერი, მუსა (კორეა 70), ვალიეხო (სობრინო 71), გომესი (გამიერო 70)

მწვრთნელი: ხავი გარსია

ატლეტიკო: ობლაკი, ერმოსო, ხიმენესი, სავიჩი, ლოდი (ფელიში 46), საული (კარასკო 60), კოკე, ტრიპიერი, ლემარი (კონდოგბია 65), ლიორენტე, კორეა (ვიტოლო 65)

მწვრნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: რაჩიჩი (28), გილიამონი (57); საული (43), კორეა (62), ლიორენტე (76), ფელიში (81), კოკე (83)

უესკა - სევილია 0:1

0:1 ენ-ნესირი (83)

ელჩე - კადისი 1:1

1:0 ბოიე (38), 1:1 ხიმენესი (55)

გაძევება: ბოიე (45+4)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131732