ფეხბურთი

2:33 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირლომ ინძაგის ვერ მოუგო, "ინტერმა" ხასიათი გამოიკეთა

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურმა სტარტი სამი მატჩით აიღო. „ინტერმა“ გამარჯვების გემო გაიხსენა, „იუვენტუსმა“ ისევ ქულები დაკარგა, ხოლო „ვერონამ“ ბერგამოში „ატალანტას“ მოუგო.

ანდრეა პირლოს „იუვეს“ პრობლემები რომ აქვს, ეს არახალია და მითუფრო თუ მოედანზე კრიშტიანუ რონალდუს გარეშე გადის. პორტუგალიელმა „ბენევენტოსთან“ დაისვენა და ეს მის გუნდს 2 ქულის დაკარგვის ფასად დაუჯდა. არადა, „იუვემ“ სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და ალვარო მორატას ეფექტური გოლით იგებდა კიდეც. ფილიპო ინძაგის გუნდმა პირველი ტაიმის ბოლოს ასევე ულამაზესი გოლით გაათანაბრა და მეორე ტაიმში „იუვემ“ ვეღარ მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა. ამრიგად, ძველი მეგობრების პირველი სამწვრთნელო დუელში, პირლოსა და ინძაგის შორის გამარჯვებული არ გამოვლინდა. შედეგად, „ბებერ ქალბატონს“ 9 ტურში 5 ფრე აქვს და ასეთი რამ 2001-2002 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა. მაშინ მარჩელი ლიპის „იუვემ“ 9 მატჩიდან 3 მოიგო, 5 ფრე ითამაშა და ერთხელ წააგო, სეზონის ბოლოს სკუდეტო მაინც მოიგო. ახლა პირლოს გუნდმა 4 მოგება და 5 ფრე აქვს. ეს მხოლოდ 17 ქულაა და „იუვენტუსი“ მხოლოდ მეხუთე ადგილზეა, თუმცა ფაქტია მთელი სეზონი წინაა და ვნახოთ, რა შეიცვლება. ცნობისთვის, "იუვეს" სერია A-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ ორი გამარჯვება ორ მოუპოვებია.

„იუვეს“ მილანის „ინტერმა“ გადაასწრო, რომელმაც მეორეადგილოსან „სასუოლოს“ ძალიან ადვილად 3:0 მოუგო. ანტონიო კონტეს გუნდმა მიმდინარე სეზონში ალბათ ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში სწორედ „სასუოლოს“ გაუთანაბრდა. „ნერაძურისაც“ რთული სეზონი აქვს, მაგრამ ფაქტია დიდი პოტენციალი გააჩნია და სკუდეტოსთვის აუცილებლად იბრძოლებს.

ბერგამოს „ატალანტამ“ კი „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულთან“ ისტორიული გამარჯვების შემდეგ შინ „ვერონასთან“ წააგო და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შარშანდელივით მრისხანე გუნდი აღარაა. სხვათა შორის, „ვერონას“ 9 ტურის თავზე 15 ქულა აქვს, რაც ამ გუნდის ბოლო 25-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა.

„ბენევენტო“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:1)

ბენევენტო, „ჩირო ვიგორიტო“

„ბენევენტო“ (4-2-3-1): მონტიპო; ლეტიცია, გლიკი, კალდიროლა (მაჯო 33, ინსინიე 60), ბარბა; ჰეტემაი, შიატარელა, იონიცა (ტელო 71); იმპორტა; კაპრარი (ტუია 72); ლაპადულა (საუ 72)

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, დანილო, ფრაბოტა; კიეზა (ბერნარდესკი 69), არტური (ბენტანკური 62), რაბიო; რემზი (კულუშევსკი 62); დიბალა, მორატა

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 0:1 მორატა (21), 1:1 ლეტიცია (45)

გაფრთხილება: მაჯო (59), შიატარელა (82), გლიკი (87) - კუადრადო (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 15 (5) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

„სასუოლო“ – „ინტერი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 სანჩესი (4), 0:2 კირიკეში (14, ა.გ), 0:3 გალიარდინი (60)

„ატალანტა“ – „ვერონა“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ველოზუ (62, პენ), 0:2 ძაკანი (83)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139797