ფეხბურთი

21:17 | 28.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. მე-12 ტურში „ფეჰერვარმა“ „ზალაეგერშეგის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს და სამი ქულა ადვილად მოიპოვეს.

ანგარიში კი მე-12 ზივზივაძემ წუთზე გახსნა, რომელმაც საჯარიმოში ტექნიკურად და ეფექტურად ითამაშა, ზუსტადაც დარტყმა მოახერხა. ბუდუმ 75-ე წუთამდე ითამაშა და შემდეგ შეცვალეს.

უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ზივზივაძეს 10 თამაშში 4 გოლი დაურგოვდა. „ფეჰერვარი“ 11 თამაშში მოპოვებული 22 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, სტუმრად „პაკშის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112911