სხვა

4:44 | 28.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს ჩემპიონი დიდი ტურების ტიტულებს უმიზნებს

ჯირო დ’იტალიას ჩემპიონი ტაო გეოგეგენ ჰარტი იმედოვნებს, რომ ყოველწლიურდ მოახერხებს ველომარათონებზე გამარჯვებისთვის ბრძოლას, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუ რა იქნება მისი მიზანი მომდევნო სეზონში. ის არის „ინეოს გრენადერსის“ წევრი, გუნდისა, რომელიც სავსეა ვარსკვლავებით.“გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას ბრიტანელმა ველომრბოლმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, რამდენად ერგება გუნდის სამომავლო გეგმებს.

25 წლის ბრიტანელმა, ბევრისთვის მოულოდნელად, წელს ჯიროზე გამარჯვება მოიპოვა. ტაო მეხუთე ბრიტანელი ველომრბოლია, რომელმაც დიდ ტურზე გამარჯვება შეძლო. ის ამბობს, რომ მომავალ სეზონში, ამ ტიტულის დაცვას ეცდება. ისე კი, ველომარათონებზე გასამარჯვებლად, ყოველწლიურად იბრძოლებს. მაგრამ „ინეოსის“ ვარსკვლავური შემადგენლობა მას იმის გარანტიას არ აძლევს, რომ ლიდერის როლს ჩააბარებენ.

იტალიური გამოცეის კითხვაზე, აპირებს თუ არა ტურ დე ფრანსზე ვუელტა ესპანიაზე გამოსვლას და გამარჯვებისთვის ბრძლას, ტაო პასუხობს: „რა თქმა უნდა, ეს ჩემი მიზანია. იმედი მაქვს, რომ ჩემი კარიერა სულ ცოტა, კიდევ 10 წელი გაგრძელდება და მე მინდა, რომ ყოველ სეზონში, ყოველ ამ რბოლაზე გამარჯვებისთვის ბრძოლას შევძლებ. და რა ტქმა უნდა, ჯიროზე მოსაგებადაც“.

„დებიუტისთანავე ჯიროს მოგება საოცარია. განსაკუთრებით გასულ სეზონში, რომელიც ყველასთვის ასეთი რთული და არეული იყო“, - დასძენს ჯიროს ჩემპიონი, რომელიც როგორც დებიუტანტი, „ინეოსის“ ლიდერად არ მოიაზრებოდა, თუმცა რბოლის მსვლელობისას, მას შემდგ შეძლო დაწინაურება, რაც გამარჯვების შანსი ტურის ყოფილმა ჩემპიონმა, გერეინ თომასმა დაკარგა.

„ინს გრენდრსმა“ კონტრაქტი არ გაუგრძელა ველომარათონების შვიდი ტიტულის მფლობელ კრის ფრუმს. თუმცა ამის მიუხედავად, მომავალი სეზონისთვის კვლავ ვარსკვლავების გუნდად რჩება. მათ შორის არიან ტურ დე ფრანსის ჩემპიონები, გერეინ თომასი და კოლუმბიელი ეგან ბერნალი, ასევე ჯიროს 2019 წლის ჩემპიონი, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი. გუნდს ახლახანს შეუერთდნენ ადამ იეიტსი, დანიელ მარტინი და რიჩი პორტე.

ტაომ იცის, რომ ველომარათონებზე გუნდებს ბევრი ლიდერის ყოლა არ შეუძლიათ. მაგრამ ამბობს, რომ სეზონებს შორის, ამ თემაზე განხილვები იქნება. სწორედ ამ დროს გადაწყდება, ის შეესაბამება თუ არა გუნდის სტრუქტურას და მიზნებს და რა როლს მისცემენ ველომარათონებზე.

ტაოს სურს იტალიურ მარათონზე მომავალ სეზონში გამოსვლა. მაგრამ ამ საკითხს გუნდი გადაწყვეტს. „ბევრი სხვა რბოლაცაა, რომლებზეც გამოსვლას ვისურვებდი. იტალიაში რბოლა ყოველთვის მომწონდა. და დარწმუნებული ვარ, რომ იქ მომავალ სეზონშიც ვიასპარეზებ“, - დასძენს ტაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113054