ფეხბურთი

11:55 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ბოლო სიტყვები

გამოცემა Mirror-მა, არგენტინულ წყაროებზე დაყრდნობით, დიეგო მარადონას სიცოცხლის ბოლო საათების ამბავი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, გუშინ, 25 ნოემბერს, 60 წლისა გარდაიცვალა გულის შეტევისგან.

დიეგომ უკვე დილით გაიღვიძა ფერმკრთალმა და ჩიოდა ცივაო. თუმცა მაინც წამოდგა და ისაუზმა. ხოლო საწოლში დაბრუნებისას ბოლო სიტყვები წარმოთქვა: „Me siento mal,“ რაც ესპანურად ნიშნავს: „თავს ცუდად ვგრძნობ.“

მედდამ,რომელიც მას საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ უვლიდა, მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მაგრამ მისულმა ექიმების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო. ადგილობრივი დროით, დაახლოებით დღის 12 საათზე, მედიკოსებმა ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირეს. დიეგოს გული გაუჩერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111805