კალათბურთი

10:24 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფინეთში ჩავიდა და მზადება დაიწყო (+VIDEO)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთში ჩავიდა, სადაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ჰელსინკიში 8 კალათბურთელით ჩავიდა.

მერაბ ბოქოლიშვილს, საბა ლობჯანიძეს, გივი ბაქრაძეს, ლუკა ზაქრაძეს, ბექა ბუქაურს, ალექსანდრე ფევაძეს, ლუკა ბულაშვილსა და ილია ლონდარიძეს ფინეთში გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი დახვდნენ, რომლებიც გუნდს ესპანეთიდან შეუერთდნენ.

გარდა ამისა, ფინეთში უკვე ჩავიდნენ ილიას ზუროსი და მისი შტაბი, ასევე, საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერები, გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე. 27 ნოემბერს კი ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელიაც შეუერთდება.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვებით ლიდერობს და განსაკუთრებით აღსანიშნავი, მეორე ტურში ბელგრადში, სერბეთის ნაკრების დამარცხებაა. თუმცა, ეს შესარჩევი ეტაპი საქართველოსთვის ფორმალობაა, რადგან ფინალური ეტაპის საგზური მასპინძლის რანგში უკვე მოპოვებული აქვს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები 28 ნოემბერს ფინეთს, ხოლო ორი დღის შემდეგ შვეციარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123835