ფეხბურთი

2:23 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი და „ბარსა“ ჯერჯერობით ერთმანეთს ვერ უგებენ

მას შემდეგ, რაც მარიანო დიასმა უკვე მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში, „რეალი“ თითქოს მოეშვა. ყოველ შემთხვევაში, ერთობ უსახურად ირჯებოდნენ, შეტევისკენ მაინცდამაინც არ ილტვოდნენ.

„ვილიარეალმა“ კი დაამტკიცა, რომ ტყუილად არ ტრიალებს ლიდერებში. მასპინძლებმა ჟერარ მორენოს პენალტით გაათანაბრეს, თუმცა ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, როგორ დამთავრდებოდა მატჩი. კერძოდ, ახალგაზრდა ტაკეფუსა კუბოს შეეძლო შეცვლაზე შესვლისთანავე თავის გამოჩენა, მაგრამ არ გამოუვიდა. ისე, საინტერესო კი იქნებოდა, იაპონელი ხომ „რეალის“ საკუთრებაა და „ვილიარეალში“ იჯარით იმყოფება.

მადრიდელთათვის კი ფრეც არასახარბიელო შედეგია. მათ ორი ქულა დაკრგეს და 17 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილზე დგანან (თუმცა, თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული). 19 ქულიანი „ვილიარეალი“ კი მეორე საფეხურზეა და მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „სოსიედადს.“

აი, რონალდ კუმანის „ბარსელონა“ კი ჯერჯერობით „ბარსელონას“ არ ჰგავს. „ატლეტიკომ“ კი პირიქით, სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. დიეგო სიმეონეს გუნდი ტრადიციულად დაცვაში არ გამაგრებულა, უტევდა კიდეც და მომენტებსაც ქმნიდა. ლიორენტემ ხარიხასაც მოარტყა ბურთი.

პირველი ტაიმის უკვე დამატებულ წუთებზე კი უცნაური რამ მოხდა: მოედნის ცენტრში პიკემ დაკარგა ბურთი, ტერ შტეგენი კი კარიდან გამოვარდა, საჯარიმოს გასცდა, ამით მეტოქე კარასკომ ისარგებლა, ბურთი ფეხებს შუა გაუტარა და ცარიელ კარში შეაგდო. ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მატჩში.

მეორე ტაიმში „ბარსელონა“ ცდილობდა რაღაცის მოფიქრებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მესიც ჩაკარგულიყო.

შედეგად, „ატლეტიკომ“ გაიმარჯვა, 20 ქულა მოაგროვა და ლიდერ „სოსიედადს“ დაეწია. მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ბარსელონა“ კი მე-10 ადგილზეა...

საინტერესოა, რომ დიეგო სიმონემ, თავის კარიერაში პრიმერა დივიზიონში პირველად დაამარცხა „ბარსელონა.“

ესპანეთი

პრიმერა. 10 ტური. 21 ნოემბერი

ვილიარეალი - რეალი 1:1

ვილიარეალი. „ესტადიო დე ლა კერამიკა.“

0:1 დიასი (2), 1:1 მორენო (76 პენ)

ვილიარეალი: ასენხო, გასპარი (პენია 89), ალბიოლი, ტორესი, პედრასა (პინო 61), პარეხო, ტრიგეროსი (ესტუპინიანი 61), გომესი (კუბო 89), იბორა, ბაკა (ჩუკვეზე 61), მორენო

მწვრთნელი: უნაი ემერი

რეალი: კურტუა, კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მენდი, კროოსი, მოდრიჩი, ედეგორი (ისკო 65), ვასკესი, დიასი (ასენსიო 85), აზარი (ვინისიუსი 65)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: პინო (90+1); ნაჩო (68), კროოსი (90+3)

ატლეტიკო - ბარსელონა 1:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“

1:0 კარასკო (45+3)

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ერმოსო, კიკე, საული, ლიორენტე (კოშტა 73), კარასკო (ფელიპე 90+1), კორეა (კონდოგბია 84), ფელიში (ლემარი 84)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე (დესტი 62), ლანგლე, ალბა, პიანიჩი (ბრაითვეიტი 83), დე იონგი, პედრი (კოუტინიო 57), მესი, დემბელე, გრიზმანი (ტრინკანი 83)

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: ხოსე მონტერო

გაფრთხილება: კოკე (9), კარასკო (26), სავიჩი (79), ხიმენესი )80)

სევილია - სელტა 4:2

1:0 კუნდე (5), 1:1 ასპასი (10), 1:2 ნოლიტო (36), 2:2 ენ-ნესირი (45+3), 3:2 ესკუდერო (85), 4:2 მუნირი (87)

ლევანტე - ელჩე 1:1

1:0 მელერო (12), 1:1 მორენტე (64)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129997