სხვა

13:58 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე დადებითი ბალანსი გაინაღდა (+VIDEO)

მიზანი შესრულებულია! ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე დადებითი ბალანსი გაინაღდა. ქართველი სუმოისტი მე-14 საშეჯიბრო დღეს მე-12 მაეგაშირა კაისეის დაუპირისპირდა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩიმ იაპონელს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მისი დამარცხება იორიკირის ილეთით შეძლო.
ეს წყვილის 21-ე ორთაბრძოლა იყო, რომელთაგანაც გორგაძემ 13 მოიგო.

ამრიგად, ლევანს წლის ბოლო სუპერტურნირზე 8 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს და სასიხარულოა, რომ ტრავმის მიუხედავად პროგრამა მინიმუმი შეასრულა. ის რეიტინგშიც დაწინაურდება. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ჯერჯერობით უცნობია.

0.137121