ავტოსპორტი

3:41 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერარის შეფი მომავალი სეზონისთვის ტიფოზებს უკეთეს ძრავს პირდება

„ფერარის“ ფორმულა 1-ის გუნდის შეფი მატია ბინოტო აცხადებს, რომ ახალი ძრავი, რომელიც მომავალი სეზონისთვის მზადდება, საკმარისად ძლიერი იქნება იმისთვის, რომ „მერსედესს“ დაეწიოს. ის დასძენს, რომ ასეთი დასკვნის სშუალებას, დინამომეტრიულ სტენდზე ჩატარებული პირველადი ტესტები იძლევა.

„ამჟამად ჩვენ საუკეთესო ძრავი არ გვაქვს, მაგრამ მომავალ სეზონში სრულიად განსხვავებული აგრეგატი გვექნება. შევძლებთ მერსედესის დაწევას? ეს შეიძლება მეტისმეტია, რადგან ამჟამად ჩვენს ძრავებს 40-50 ცხენის ძალა აშორებს. მაგრამ თუ ჰონდას და რენოს დავეწევით, ეს წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება. ვიცით, რომ მომავალ სეზონში, ძრავის გაუმჯობესებას ვეღარ შევძლებთ, მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებზე მუშაობის უფლება გვექნება. ამიტომ, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს“, - ამბობს ბინოტო.

თურქთის დიდი პრიზი სებასტიან ფეტელმა და შარლ ლეკლერმა შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებზე დაასრულეს და ეს ამ სეზონში, მარანელოელთა საუკეთესო რბოლა იყო. ფეტელმა საერთოდაც, პირველად მოახერხა კვარცხლბეკზე ასვლა.

იტალიურ გუნდს ამჟამად 130 ქულა აქვს და კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი უკავია. ექვსი ქულით მეტი აქვს მეხუთეზე მყოფ „რენოს“, 149 ქულით მეოთხე ადგილზე „მაკლარენია“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113884