ფეხბურთი

18:33 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო გოდინს კორონავირუსი დაუდასტურდა

„კალაირის“ ფეხბურთელი დიეგო გოდინი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

გოდინს ტესტი მას შემდეგ გაუკეთდა, რაც ურუგვაის ნაკრებიდან იტალიაში დაბრუნდა და პასუხი დადებითი გამოდგა. დიეგომ თვითიზოლაციაში გადაინაცვლა. ისევე, როგორც ნათან ნანდესმა, რომლის პასუხი უარყოფითი იყო, მაგრამ ურუგვაის ნაკრებიდან სარდინიულ გუნდში გოდინთან ერთად დაბრუნდა.

„კალიარი“ სერია A-ს მერვე ტურში 21 ნოემბერს, „იუვენტუსს“ გოდინისა და ნანდესის გარეშე დაუპირისპირდება.

0.122529